თბილისის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში ბრაზილიელ დენიელ კერგნინს დამატებით დროში მოუგო და საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა. 60 კგ წონით კატეგორიაში კი ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს შეხვდა და უკვე მესამედ შეძლო თანაგუნდელის დამარცხება. შესაბამისად, ჩხვიმიანს ოქრო შეხვდა, ხოლო პაპინაშვილს - ვერცხლი. ბრინჯაოს მფლობელები ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე გახდნენ. ჩადუნელმა აზერბაიჯანელი ორუჯ ვალიზადა ბრწყინვალე გდებით დაამარცხა. თემურ ნოზაძემ კი დამატებით დროში რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მორგუში.