თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ტენდერი ახლიდან გამოცხადდა. მერიამ თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვის მიზნით ტენდერი 16 მაისს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 135 ათასი ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილის 8:00 საათამდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 ათას 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. კერძოდ, ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ოთხივე მათგანის დისკვალიფიკაცია მოხდა.