თბილისის მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 172 ათას 616 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფუნქციაა არსებული კულტურული უნიკალურობის უპირატესობის გამოყენებით მოხდეს ტურიზმის, სამუშაო ადგილების ზრდა და ღამის განმავლობაში არსებული ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა დედაქალაქში ტურისტებისთვის ისეთი სერვისების მიწოდება უზრუნველყოს, რომლის შედეგადაც სტუმრების მიერ გაწეული დანახარჯი და დღეების რაოდენობა გაიზრდება. ცნობისთვის, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარება დედაქალაქის მერის კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.