ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე შედგა. თემატური შეხვედრა კი უახლოეს მომავალში გაიმართება.არქიტექტურის სამსახურის უფროსი თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ხვდება, სადაც გენგეგმასთან დაკავშირებულ მათ მოსაზრებებს ისმენს. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა 6 ეტაპისგან შედგება. 5 ეტაპი მერიას მიღებული აქვს. მე-6 დასკვნით ეტაპზე შენიშვნების გამო დოკუმენტის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მერიას შენიშვნები აქვს ზონირების ცვლილების, ტრანსპორტისა და გზათა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით.