თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რეინჯერმა ბესო ასათაშვილმა პარკის ცხვარიჭამიის უბანზე 24 თებერვალს, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინა. სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რის შემდგომაც სამართალდამრღვევის შვილმა რეინჯერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბესო ასათაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.