თბილისის ძველ უბნებში, ავტომობილებით მოძრაობა შესაძლოა აიკრძალოს. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ, თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, ტურისტულად მიმზიდველ უბნებზე, რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით.
შეგახსენებთ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა 2018 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.