ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე 2:0 დაამარცხა "გაბალა". მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე დაახლოებით 2000 გულშემატკივარი მივიდა, გუნდებმა საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს, დინამომ კი მეტოქე აშკარად დაჯაბნა. მიუხედავად იმისა, რომ გაბალა უტევდა და საკმაოდ სახიფათოდაც, თბილისელთა შეტევები მეტად ეფექტური იყო. შეხვედრის პირველი გოლი 41-ე წუთზე ლევან კუტალიას ანგარიშზეა. თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. მატჩში წერტილი 87-ე წუთზე დაისვა. გატანილი გოლის ავტორი დაფე გახდა. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 1 აგვისტოს თბილისში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ფეინოორდს დაუპირისპირდება.