2019 წლის 6 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, თბლისის ბიუჯეტში 35 მილიონ 481 ათას 600 ლარი შევიდა. ამის შესახებ თბილისის მერიის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ მიმდინარე პერიოდში ობიექტების მიხედვით მიღებული თანხები შემდეგნაირად განაწილდა: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მიღებულია 21 მილიონ 24 ათას 400 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 11 მილიონ 80 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი - 3 მილიონ 377 ათას 200 ლარი წამახალისებელ გათამაშებებზე და სხვა სახის ობიექტებზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის 6 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავალი, 3 მილიონ 343 ათას 900 ლარით არის შემცირებული.