თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძეის ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გვანცელაძე ამბობს, რომ ბაგა-ბაღებში ჩვეულებრივ რეჟიში გრძელდება ჰიგიენური ნორმების დაცვა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას.
კითხვაზე, ხომ არაა პანიკა აღსაზრდელთა მშობლების მხრიდან და ხომ არ შემცირებულა ბაღებში ბავშვთა დასწრება, გვანცელაძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაღებში ნამდვილად არ არის.