21:36
24 მაისი, 2018, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფციას ესტონური კომპანია შექმნის
16-05-2018

თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფციას ესტონური კომპანია შექმნის.  პროექტზე მუშაობა ესტონურმა კომპანიამ სახელწოდებით „კოკო არქიტექტორები" 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს, რაშიც კომპანია 100 ათას 500 ლარს მიიღებს. თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობაზე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა" ტენდერი 9 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარი იყო.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტურისტული ინფრასტრუქტურა ანძის 41-ე მეტრის სიმაღლეზე მდებარე კონსტრუქციაზე უნდა მოეწყოს. ადგილზე ასევე შეიძლება განთავსდეს მოძრავი იატაკის მქონე კვების ობიექტი, პანორამული პლატფორმა, ლიფტი ან საგამოფენო სივრცე.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები
col-md-8