07:07
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს
26-06-2017

თბილისი შესაძლოა რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს. ამის შესახებ, მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

"მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარებაზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმაშია საუბარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთნაკადს კი 300 მიკროავტობუსი ემსახურება.

რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებითაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. არსებული სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან, ფაქტობრივად, ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა.

სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია "სამგორის" მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს "ისთ პოინტამდე", ლილომდე და ასევე, რუსთავამდე," - აღნიშნა მუმლაძემ.

AutoPlay
ფილარმონიასთან შეკრებილებმა ფემიციდის შემთხვევები დაგმეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
მედია - დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
უკრაინა და პოლონეთი ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
"არ მომიკლა დედა" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცავთ საერთო სამყაროს, სახელწოდებით - თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იმ დროს, როდესაც ვიღაც კოსმიური მასშტაბის ბარბაროსობას სჩადის
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები