ზაფხულის სეზონზე თბილისიდან კუნძულ კრეტაზე რეგულარული ჩარტერები შესრულდება. ავიაკომპანია ელინეარი კრეტას უდიდეს ქალაქ ჰერაკლიონში ავიარეისების განხორციელებას 16 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები ყოველ პარასკევს შესრულდება. გაზაფხულიდან კი განახლდება თბილისი-სალონიკის რეისები, რომელსაც ავიაკომპანია ელინეარი 15 მაისისან შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.