ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბარსელონას მიმართულებით ფრენის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Tav Georgia ავრცელებს. მათივე ცნობით, პირდაპირი რეისების განხორციელება 5 ივლისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ინტენსივობას, ფრენა კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.