შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს. თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.
შსს-ს ინფორმაციით, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.