23 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge"-ს უმასპინძლებს. ფორუმი დარგის ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს, ასევე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ. მასშტაბური ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მასპინძლობის ინდუსტრიის მსოფლიოს საუკეთესო 30-მდე სტარტაპი. რომელთა საქმიანობა ფარავს ამ ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ და ასევე არატექნოლოგიურ ფართო სპექტრს.