თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გვიანობამდე პარალიზებული იყო. როგორც "პალიტრანიუსს" ერთ-ერთმა მგზავრმა ადგილიდან აცნობა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ნატახტართან და მცხეთასთან იყო, სადაც ავტომანქანები რამდენიმე საათია ადგილიდან საერთოდ არ იძვროდნენ. მისივე ინფორმაციით, ადგილზე არც საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მოძრაობის შეფერხება მცხეთის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავ-ლობაში დასრულდება.