საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, თბილისი რუსი ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულებების ათეულში მოხვდა. როგორც რუსული მედია საერთაშორისო სააგენტო Momondo-ს კვლევაზე დაყრდნობით წერს, 2019 წელს რუსები ყველაზე ხშირად ტაილანდში, ესპანეთში, თურქეთში, საქართველოსა და ბულგარეთში დაფრინავდნენ.
Momondo-მ აღნიშნული რეიტინგი ავიაკომპანიების მიერ გაყიდული ბილეთების რაოდეობის მიხედვით შეადგინა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა მოსკოვი, ამ მიმართულებით რუსეთში ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა, მეორე ადგილზეა სოჭი, შემდეგ მოდის ბანგკოკი. მეოთხე ადგილზეა ისევ შიდა მიმართულება სანკტ-პეტერბურგი. ხოლო ფრენებისა და გაყიდული ავიაბილეთების რაოდენობით მეხუთე პოზიციას ბარსელონა იკავებს.
რუსეთში პოპულარული მიმართულების ათეულში ასევე მოხვდნენ: სტამბოლი, ფუკეტი, ანტალია, ბურგასი და თბილისი.