ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები საქართველოში პრაიდის ჩატარების საკითხს ეხმაურებიან. ევროპელმა დეპუატატებმა ევროკომისრებს ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანსა და ვერა იოუროვას წერილობით მიმართეს და სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას გამოხატვისა და ლგბტ თემის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების უზრუყნველყოფისკენ მოუწოდონ.
"საქართველო პირველი ლგბტ პრაიდის ჩასატარებლად ემზადება, რომელსაც თან ულტრა მემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების მუქარა ახლავს, ქვეყნის ხელისუფლება კი ამ ფონზე უარს აცხადებს მსვლელობის მონაწილეები ადეკვატური დაცვით უზრუნველყონ" - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.