„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით 8 ივლისს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, „ღირსების მარში“ გაიმართება. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.მათივე თქმით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო მშვიდ გარემოში ჩატარება და დაცული იყოს ,,ღირსების მარშის" თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.