"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთ ორგანიზატორ ნინო ბოლქვაძის განცხადებით თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიიღებენ თუ არა მარშში მოაწილეობას რადგან არსებობს რისკები. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა მონახოს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ფორმები, რაც თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოც იქნება და უსაფრთხოც. როგორც მან აღნიშნა თავისმხრივ პრაიდის ორგანიზატორები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ღონიძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს.