ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. TBILISI PHOTO FESTIVAL 2019-ის გახსნის კვირეული 12-21 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის მეათე გამოშვება გამოფენების და ფოტო ჩვენებების სერიას და ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიებას - “ფოტოგრაფიის ღამეს“ აერთიანებს.2019 წელს TBILISI PHOTO FESTIVAL-ის პროგრამაში 300-ზე მეტი თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები მთელი მსოფლიოდან.