Tbilisi Open Air 2020-წლის ლაინაფი გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული მუსიკალური ფესტივალი წელს 26, 27 და 28 ივნისს ლისი ვანდერლენდში გაიმართება.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც ითვალისწინებენ და შესაბამისი სამომავლო გეგმაც მზად აქვთ. TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ის დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის — 5 000-მდე ტურისტი.