თბილისი იმ 17 ქალაქს შორის მოხვდა, რომლის მონახულებასაც პოპულარული გამოცემა ბაზფიდი მკითხველს იქამდე ურჩევს, ვიდრე ეს ქალაქები ძალიან პოპულარული გახდება. გამოცემამ ქალაქების რეიტინგი ტრიპედვაიზორზე მოგზაურთა რევიუების მიხედვით შეადგინა. როგორც ბაზფიდი წერს, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ლამაზი ძველი ქალაქია, ისტორიული შენობებით. "აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი საჭმელი. მოგზაურები თბილისს ყველაზე ორიგინალურ ქალაქს უწოდებენ, რომელშიც ყოფილან", - წერს ბაზფიდი.
ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ბაქო, იოჰანესბურგი, კიევი, ოკლენდი და სხვა.