27-დან თბილისში მოდის კვირეულის მე-16 სეზონი გაიხსნება. კვირეული დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნება და 30 ოქტომბერს ლეღვთახევში ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდება.კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20-მდე ღონისძიება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, მათ შორის ავტორიტეტული მოდური გამოცემები - ვოგი, სთაილი, გრაცია, ჰარპერ ბაზარი, გლამური და ლ-ოფიცელი. თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. თბილისის მოდის კვირეული პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. თბილისის მოდის კვირეული 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.