თბილისი ევროპის რიგით მე-15 საავიაციო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. დელეგატებმა საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე ისაუბრეს. საფუძველი ჩაეყარა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებებზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი ავიამიმართულება დაემატოს.