ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეიზი" თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ რეისზე ერთი მიმართულებით ბილეთების ფასი 55 ევროდან დაიწყება. ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 28 აპრილიდან განაახლებს.