"ეისითი" დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება/მოხდა სამსახურის მოძიება დასაქმებულ თბილისელებს შორის. კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის/ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ. კერძოდ, გამოკითხულ დასაქმებულთა 55%-მა სამსახური სწორედ ახლო კონტაქტების დახმარებით დაიწყო. მეორე ყველაზე პოპულარული გზა კი ინტერნეტში ვაკანსიის მოძიებაა. ამ გზით გამოკითხულ თბილისელთა 12% დასაქმდა.საინტერესოა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა საკმაოდ დადებითად აფასებს საკუთარ კვალიფიკაციას, ვინაიდან 60%-ის მოსაზრებით, ისინი უშუალო ხელმძღვანელის ჩანაცვლებას/მისი მოვალეობის წარმატებით შესრულებას შეძლებდნენ.