ყოველი მესამე თბილისელი ანუ გამოკითხულთა 33% საკვები პროდუქციის შეძენისას თითქმის ყოველთვის ცდილობს გაარკვიოს გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი. "ეისითის"კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% ამ საკითხს არასოდეს აქცევს ყურადღებას, 18%-ის თქმით ხშირად ამოწმებს, 15% კი აცხადებს რომ იშვითად ამოწმებს არის თუ არა საკვები გენმოდიფიცირებული.
კვლევა, თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში ჩატარდა.