"თიბისი ბანკის" დოკუმენტაციის პროკურატურის მიერ შესწავლის ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. ხუხაშვილის შეფასებით, TBC ბანკზე ინფორმაციის “გაჟონვა” უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუშია.
როგოც ხუხაშვილი აღნიშნავს, რაიმე პრობლემა რომც იყოს, ეს არ ეხება ბანკს და უფრო პერსონალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ ვინც ამას აკეთებს, ან არ ესმის რას ეთამაშება, ან მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.