"თიბისი" ბანკმა "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს ბრალდების საპასუხო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანზორ ქოქოლაძემ ბანკის წინააღმდეგ მორიგი ცილისმწამებლური ტალღა ააგორა.”თიბისი ბანკსა” და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა ”ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ”ელიტ-ელექტრონიქსის” 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.