ჩრდილოეთ მონღოლეთში რუსეთთან ახლოს, ყველაზე დიდი თევზსაჭერი ტბა ხუბსუგულია. ის იმდენად კრისტალურია, რომ ზედმეტსახელად „მონღოლეთის ლურჯ მარგალიტს“ ეძახიან, რადგან 6 თვის განმავლობაში მას ყინულის რამდენიმე მეტრიანი საფარი ადევს. იმდენად გამძლეა, რომ მასზე ცხენითაც კი ჯირითობენ, დადიან მანქანებით და მოტოციკლებით და აწყობენ ყინულის ფესტივალს. ხუბსუგულის ფესტივალიი ორი დღის განმავლობაშ გრძელდება და ტურისტების მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა. ფესტივალის პირველ დღეს ადგილობრივები ცხენებით ჯირითობენ გაყინულ ტბაზე და ტურისტებს აჩვენებენ ტრადიციულ თამაშებს. მეორე დღე უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანია. ცხენების წარმოდგენასთან ერთად, იმართება ბაზრობა და ყინულის ქანდაკებების ჩვენება. ყველაფერი ეს კი გრანდიოზული ტკბილეულის ვახშმით გვირგვინდება.