პარლამენტთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორი იყო. აქციის მონაწილეებს თავზე შავი ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული, რომელთაც #FreeAfgan ეწერა. მათ სავარაუდო ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს.სოლიდარობის აქციის მონაწილეები ითხოვდნენ გასაჯაროვდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა. აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წელი გავიდა.