პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ერთგვარი აქცია-პერფორმანსი გამართეს. ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიფარეს. მათ ასევე პლაკატები გამოფინეს წარწერით - "არ შეგრჩებათ" და "სოკარ-თველო".ჟურნალისტების პროტესტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.