თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, საკრებულოს შენობის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. საიდანაც 18 საათიდან პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. თავისუფლების მოედანზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი თიკა ყამარაული და დეტალებზე ის ისაუბრებს.