„თავისუფლება ნავალნის!“ - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციები პარალელურად რუსეთის რამდნიმე ქალაქში გაიმართა. აქციებზე, რომლებიც ხელისუფლებამ თავიდანვე უკანონოდ გამოაცხადა, სამართალდამცველებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციამ მოსკოვში მოქალაქეების დაკავება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია მეუღლის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. დედაქალაქში სულ 200-მდე ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმმა ვლადივოსტოკში მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა და მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნოვოსიბირსკში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ასევე ათობით დემონსტრანტი დააკავეს. ორგანიზაცია OVD-info იუწყება, რომ ჯამში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა 800-ზე მეტი პირი დაკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებები ქვეყნის 50-მდე ქალაქში განხორციელდა.