"თავისუფალმა საქართველომ" ზესტაფონის მერობის კანდიდატად პარტიის თანადავჯდომარე - გოგი წულაია წარადგინა. კანდიდატის წარდგენას ზესტაფონში ესწრებოდნენ: პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი - კახა კუკავა, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი - დავით ჭიჭინაძე და "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობისლიდერი - გოჩა ჯოჯუა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ - კახა კუკავამ განაცხადა, გოგი წულაია ზესტაფონში იქნება არამხოლოდ "თავისუფალი საქართველოს", არამედ მთლიანად ეროვნული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი შუალედურ არჩევნებში.