"თავისუფალმა საქართველომ" მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა. როგორც პრესკონფერენციაზე "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ აღნიშნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად. პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი მონაწილეობას იღებს აგრეთვე ზესტაფონის მერის არჩევნებში (გოგი წულაია), ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში (მარიამ მაჩაბერიძე), ხოლო ჭიათურის ოლქში "თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს - ზურაბ კუპატაძეს.