"თავისუფალი ზონის" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან სიმბოლური მავთულხლართები მიიტანეს, რომელზეც საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ქართველი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები იყო მიმაგრებული. აქციის მონაწილეებს ასევე ხელში ეჭირათ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ფოტოები.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროს ჭიშკარს სიმბოლურად მავთულხლართი მოახვიეს.