07:28
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
თავისუფალი თემა - როდესაც ლუკმა-პური სანატრელი გაქვს?!
16-03-2020

ჩვენი შვილების მომავალი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია  და ყოველთვის, როცა საქმე მათ ეხებათ ვალდებულებებიც იზრდება. ჩენი გადამღები ჯგუფი ქალაქ გორში ერთ-ერთ ოჯახს ეწვია, რომლის გაუსაძლისი და მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ რეალური სანახაობა მონათხრობზე მძიმე აღმოჩნდა.

ქალაქის გამგეობის მიერ აგებულ 2 შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. ჩვენი გადაცემის გმირებიც ამ სახლის პირველ სართულზე არიან დაბინავებულები. სახლში ნებისმიერი ადამიანისთვის და მით უფრო ბავშვებისთვის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია. აუტანელი სუნი და ჰიგიენის ნაკლებობაა.

მაკა 24 წლის დედააა, რომლესაც 7 დაობლებული შვილი ყავს აღსაზრდელი. როგორც საუბარში გავიგეთ 17 წლისა მისივე მულიც მონაწილეობით ცოლად გაჰყვა მასზე 16 წლისთ უფროს მამაკაცს და  შეუღლების შემდეგ მისი ერთადერთი საზრუნავი ოჯახი გახდა.

მაკას არ უსწავლია სკოლაში, რადგან ხურვალეთში მოცხოვრებმა 2008 წლის ომის გამო  მამის გადაწყვეტილებით სკოლიდან გამოეყვენეს. მას შემდეგ განათლება არ მიუღია და შეკითხვაზე რაზე ოცნებობს გვითხრა, რომ ოცნებები არ აქვს.

ერთ ოთახში, რომელიც ოჯახისთვის არის გამოყოფილი დედასთან ერთად 7 ბავშვი  და ავადმყოფობის გამო ლოგინად ჩავარდნილი მაკას მული ცხოვრობს, რომელიც მთელი ოჯახის იმედია.

მაკა არ მუშაობს, ალბათ უფრო მართებული იქნება ვთქვათ რომ ვერ მუშაობს და მხოლოდ სოციალური დახმარებისა  და ხალხის ან მთავრობის მიერ გაღებული შემოწირულობების იმედად არის.

ბავშვები სკოლებსა და ბაღებშ დადიან თუმცა ხშირად ჩაგვრის ობიექტებიც ხდებიან, რაც დედის და მამიდის წუხილის საგანია. მაკა განიცდის, რომ გარშემომყოფები არ იღებენ მის შვილებს. 24 წლის ქალი ყოველდღიური საზრუნავით არსებობს და მხოლოდ ერთი სურვილი აქვს დარჩენილი, რომ მის შვილებს თავშესაფარი ჰქონდეთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები