რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის თავისუფალი სტილით შეჯიბრის დასკვნით დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი ბრძოლა თურქ ტაჰა აკგულთან 0:7 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. გარდა ამისა ბექა ლომთაძე სომეხ არსენ არუთინიანთან დამარცხდა, ირაკლი მწითურმა რუს მაგომედ კურბანოვს მოუგო და ბრინჯაო აიღო. დღის უკანასკნელი მედალი ავტო კენჭაძის ანგარიშზეა, რომელმაც ესტონელ აიმარ ანდრუსეს ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აჯობა.