ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა პრემიერიც. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თბილისის მერმა ოპონენტებს ბრიფინგზე სათანადო პასუხი გასცა, როდესაც შენობის ესპლუატაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა. მტავრობის მეთაურის განცხადებით, მუნიციპალიტეტი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, აგრძელებს ახალი რეგლამენტის და უსაფრთხოების ნორმების დახვეწას.