ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, „უნდა ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც გაგვაჩნია“. მისივე თქმით, მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, სინანულისა და აღდგომა სიხარულისა.