ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე თავიდან იქნება ბევრი პრობლემა ადმინისტრირების თვალსაზრისით, - ამის შესახებ რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველი 3 თვე გარკვეული სირთულეები შეიქმნება მწეველების მხრიდან, თუმცა, საბოლოოდ, ყველა მიეჩვევა. სტუდიაში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.