"თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან" - ბანკი "ქართუ" ზაზა ოქუაშვილს პასუხობს - Palitra News

"თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან" - ბანკი "ქართუ" ზაზა ოქუაშვილს პასუხობს

2018-11-22 17:07:12+04:00

ბანკი "ქართუ" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს განცხადებით პასუხობს. "ქართუ" "რუსთავი 2"-ს და ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციისგავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მზადაა, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოაქვეყნოს ზუსტი ინფორმაცია."ომეგა ჯგუფი" "ქართუს" მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია "ომეგა ჯგუფი" და დახურა ტელეკომპანია "იბერია". ბანკი "ქართუ" აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა "ომეგა ჯგუფს" და მისცა სოლიდური კრედიტი. რაც შეეხება ოქუაშვილის ინფორმაციას :საუბარია სესხზე, რომელიც "ომეგა" ჯგუფმა "ქართუ" ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც მას მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან“- აცხადებენ ქართუში. ბანკი მოუწოდებს ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ "ქართუს" მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან