ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ავთანდილ ხურციძის მეგობარი მერაბ დვალიშვილი ავრცელებს. ამასთან, მერაბ დვალიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს იქამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, თავდებში ოთხი პირი სჭირდება.