მოდის სამყაროში ყველაზე პოპულარული ჟუნრალი Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, პრესტიჟული გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ესტუმრა და თბილისში გამართულ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს დაესწრო. სტატიაში თბილისის ღამის ცხოვრება, ქალაქის არქიტექტურა, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.„თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით გამოირჩევა, აქ ოსმალური, სპარსული, ბიზანტიური სტილის ნაგებობები ერთმანეთთან არის შეზავებული. ქალაქშია ძალიან ბევრი საბჭოთა შენობაა, რაც მთლიანობაში თბილისს მრავალფეროვნებას სძენს“, – ნათქვამია სტატიაში. კორესპონდენტი ყურადღებას უთმობს აბანოთუბანს და გოგირდის წყლებს, ასევე აღწერილია ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია. „საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ღვინის რეგიონია. სანამ ღვინის ისტორიას, დამზადების წესებს შეისწავლი, მანამდე თავდავიწყების მორევში მოხვდები, რასაც ქართული ღვინის სურნელი და მისი გემო იწვევს,“ - წერს Vogue-ის ჟურნალისტი.