თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა - დამოუკიდებელი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სახელით ემზარ კვიციანი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ირაკლი აბესაძე.კენჭისყრაზე აბესაძეს კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი და მას აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მხოლოდ 1 ხმა დააკლდა, რადგან არჩევისთვის საკმარისი კვორუმი 9 დეპუტატის მხარდაჭერა იყო.