საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.