თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში გენერალი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალსა და გვარდიის მეთაურს შეხვდა.
მხარეებმა სამხედროების სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასეს და ყურადღება სამხედრო სამედიცინო სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს.