თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური - ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის - Palitra News

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური - ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის

2020-10-26 16:01:21+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბადრი ესებუა საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მთავარი დეზინფორმაციული სამსახური განაგრძობს სიცრუის გავრცელებას! გვარამიას მიერ დასახელებული სახელი და გვარი ბადრი ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“. - წერს ნიკა მოლოდინაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.